Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებებმა 75-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ერაყიდან გავრცელებული ცნობებით, 75-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, როგორც ჩანს, სუნიტი მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების შედეგად. ერთ დღეში ამდენი მსხვერპლი უკვე რამდენიმეა თვეა, ერაყში აღარ აღრიცხულა, რაც ზრდის სამოქალაქო დაპირისპირების გამწვავების საფრთხეს. პარასკევს მოწყობილი აფეთქებებიდან, ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა ინციდენტს ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ბაკუბაში. იქ 40-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ორი ბომბის აფეთქებამ სუნიტურ მეჩეთთან. სუნიტები დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ ერაყის მთავრობას, რომელშიც შიიტები დომინირებენ.
XS
SM
MD
LG