Accessibility links

აშშ რუსეთს აკრიტიკებს სირიისთვის რაკეტების გაგზავნის გამო


აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენელმა რუსეთი გააკრიტიკა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისათვის რაკეტების გაგზავნის გამო: აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ მარტინ დემპსის შეფასებით, იარაღის მიწოდება კიდევ უფრო გააუარესებს მდგომარეობას სირიაში, წაახალისებს სირიის მმართველ რეჟიმს და გაახანგრძლივებს სირიელი ხალხის ტანჯვას. გენერლის ეს გამოხმაურება მოჰყვა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობას, რომ რუსეთმა სირიას ბოლოხანს მიაწოდა „იახონტის“ ტიპის ხომალდ-საწინააღმდეგო რაკეტები, რომლებიც თანამედროვე რადარული სისტემით არის აღჭურვილი. ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაში, გენერალ დემპსისთან ერთად, მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი: მან რუსეთს მოუწოდა, გადასინჯოს სირიის მმართველი რეჟიმის იარაღით მომარაგების საკითხი, რადგან ახლო აღმოსავლეთში სამხედრო არსენალის ზრდა "სახიფათო" პროცესია და რუსეთის, ისევე როგორც აშშ-ის ინტერესებში შედის რეგიონში ომის თავიდან აცილება.
XS
SM
MD
LG