Accessibility links

logo-print

შსს-მ დაიწყო თბილისში 17 მაისს მომხდარი მოვლენების გამოძიება


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო 17 მაისს თბილისში ლგბტ აქციასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამოძიება. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ სამინისტრომ „მყისიერი რეაგირება“ მოახდინა აქციაზე. „კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალწარმოება", განაცხადა გიორგობიანმა.
XS
SM
MD
LG