Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშნლი": თბილისში პოლიციამ ვერ დაიცვა ლგბტ აქტივისტები


საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ შეფასებით, თბილისში 17 მაისს პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების დაცვა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ამნესტი ინტერნეშნლმა“ თბილისში მრავალათასიანი გამოსვლის დღესვე გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ათასობით ადამიანის ძალადობა იყო მიმართული ლგბტ აქციის წინააღმდეგ და პოლიციის მოქმედება გამოდგა „არაეფექტური პასუხი“ ორგანიზებულ და ძალადობრივ ჰომოფობიაზე. უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოძიებულ იქნეს ძალადობასთან დაკავშირებული ფაქტები და მართმსაჯულებას გადაეცნენ მათზე პასუხისმგებელი პირები.
XS
SM
MD
LG