Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოკლეს ადგილობრივი პოლიციის უფროსი


ავღანეთში მოკლეს დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსი, აბდულ ღანი. მას წუხელ ესროლა ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებმაც მოტოციკლით ჩაუარეს პოლიციის უფროსის სახლს. პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აბდულ ღანი დაჭრილი წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი სიკვდილის დადგენაღა შეძლეს. ღაზი სათავეში ედგა თალიბანის საწინააღმდეგო კამპანიას ფარაჰის პროვინციაში, რის შედეგადაც თალიბანის რამდენიმე ადგილობრივი ლიდერი მოკლეს, ან დააპატიმრეს. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ფარაჰის პროვინციაში დაიღუპა კიდევ ოთხი ადამიანი - ავღანეთის არმიის წევრები, გზის პირას ჩადებულ ბომბზე მათი ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG