Accessibility links

logo-print

ავღანეთში შეწყდა დებატები ქალთა უფლებების შესახებ კანონზე


ავღანეთის პარლამენტმა შეწყვიტა დებატები კანონზე, რომელიც ქალებისადმი ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. შაბათს დებატები სულ რამდენიმე წუთის დაწყებული იყო, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს პროცესის შეჩერება მოუხდა, ტრადიციონალისტი დეპუტატების ძლიერი წინააღმდეგობის გამო. ეს დეპუტატები კანონს არა-ისლამურად მიიჩნევენ. ქალებისადმი ძალადობის საწინააღმდეგო კანონი ქალებს იცავს გაუპატიურების, იძულებითი ქორწინების და დავის მოსაგვარებლად ქალებით ვაჭრობისაგან. კანონი ეფუძნება პრეზიდენტის 2009 წლის დეკრეტს და დეპუტატი ქალების სურვილი იყო პარლამენტში მისი დამტკიცება. დებატების შეწყვეტა ცხადჰყოფს, რამდენად დაუცველები არიან ქალები ავღანეთში - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG