Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმართება შეკრება წინა ხელისუფლების გასამართლების მოთხოვნით


თბილისში, სპორტის სასახლეში იმართება შეკრება, რომელზეც დაფუძნდება მოძრაობა სამართლიანობის აღდგენისა და წინა ხელისუფლების გასამართლების მოთხოვნით. შეკრების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“. მისი ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, მოძრაობა შეიმუშავებს რეკომენდაციებს იმ ფაქტებთან და კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც, კაკაბაძის შეფასებით, ტერორისა და უსამართლობის მსხვერპლი გახდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. შეკრების მონაწილეები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ მოთხოვნით, შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და მას მისცემს შესაბამის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ შეფასებას. სპორტის სასახლეში შეკრებას ესწრება სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც.
XS
SM
MD
LG