Accessibility links

logo-print

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში განმეორებით ტარდება საპარლამენტო არჩევნები


პაკისტანის ქალაქ კარაჩიში განმეორებით ტარდება საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც 11 მაისის არჩევნებს ბევრი საჩივარი მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობიდან, კენჭისყრის გაყალბების ბრალდებით. განმეორებითი არჩევნები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მას შემდეგ, რაც გუშინ კარაჩიში მოკლეს პოლიტიკოსი ქალი ზოჰრა შაჰიდ ჰუსაინი. მას მისსავე სახლთან ესროლეს, რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირებმა მიმალვა შეძლეს. ზოჰრა შაჰიდ ჰუსეინი იყო კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავის, იმრან ხანის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი - თავმჯდომარის მოადგილე. იმრან ხანმა განაცხადა, რომ „შეძრულია“ მომხდარით და ზოჰრა შაჰიდ ჰუსაინის პოლიტიკურ ოპონენტებს აკისრებს თავდასხმაზე პასუხისმგებლობას. პოლიცია როგორც აცხადებს, ნათელი არ არის, მკვლელობა მიზანმიმართული თავდასხმის შედეგი იყო, თუ გაძარცვის მცდელობისა.
XS
SM
MD
LG