Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ ისევ ჩაატარა რაკეტის გამოცდა


სამხრეთ კორეის განცხადებით, ჩრდილოეთმა კორეამ ისევ ჩაატარა მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტის გამოცდა - ორ დღეში უკვე მეოთხედ. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რაკეტა კვირას გაუშვეს იაპონიის ზღვის მიმართულებით. შაბათს ფხენიანმა სამი რაკეტა გამოსცადა აღმოსავლეთ სანაპიროზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა დღეს მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელი ქმედებებით და ფხენიანს მოუწოდებს, დაუბრუნდეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკების მაგიდას.
XS
SM
MD
LG