Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დატოვა ჯაშუშობაში ბრალდებულმა ამერიკელმა


რუსეთის ტელევიზიის ცნობით, მოსკოვიდან გაფრინდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, ჯაშუშურ საქმიანობაში ბრალდებული რაიან ფოგლი. ტელევიზია ენ-ტე-ვე-მ აჩვენა რეპორტაჟი, როგორ გადის ფოგლი საპასპორტო კონტროლს შერემეტიევოს აეროპორტში. რეპორტაჟის მიხედვით, მან კვირას დატოვა რუსეთი. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სამშაბათს გაავრცელა ცნობა, რომ მოკლე ხნით ჰყავდა დაკავებული ფოგლი, რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლის გადაბირების მცდელობისათვის. ფოგლი „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა. მას რუსეთის დატოვება მოსთხოვეს. შეერთებული შტატების საელჩო თავს იკავებს ფოგლის საკითხზე კომენტარისაგან.
XS
SM
MD
LG