Accessibility links

logo-print

სირიიდან იუწყებიან ბრძოლის შესახებ ქალაქში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ


სირიიდან იუწყებიან ბრძოლს შესახებ ლიბანის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ ყუსაირში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მთავრობის ჯარები კვირას შეიჭრნენ ქალაქში და ცენტრში დაიპყრეს მნიშვნელოვანი პოზიციები. ოპოზიციონერი აქტივისტები უარყოფენ ამ ცნობას. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, სირიის მთავრობის ერთგულ ჯარისკაცებთან ერთად, მეამბოხეების წინააღმდეგ იბრძვიან ლიბანში დაფუძნებული, შიიტი ექსტრემისტების ჯგუფ "ჰიზბოლას" მეომრებიც. „ობსერვატორიის“ მონაცემებით, დაიღუპა, სულ ცოტა, 40 ადამიანი, მათ შორის 21 მეამბოხე. სირიის არმიამ კვირას დილით დაიწყო ყუსაირზე შეტევა, საჰაერო ძალებით და არტილერიით მისი დაბომბვით. ქალაქი მდებარეობს ავტოტრასასთან, რომელიც დამასკს აკავშირებს მთავრობის ჯარების ხელში მყოფ ორ ქალაქთან.
XS
SM
MD
LG