Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ინდოეთს სტუმრობს


ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთთან ორმხრივი ნდობისა და თანამშრომლობის დამყარება სურს. ჩინეთის პრემიერ-მინისტრი თავის ინდოელ კოლეგას დღეს დელიში შეხვდა. ჩინეთის ლიდერის განცხადებით, ”მშვიდობა მსოფლიოში” ვერ მიიღწევა მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ორი ქვეყნის ”სტრატეგიული თანამშრომლობის” გარეშე. ეს ჩინეთის ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ინდოეთში. ბოლო დროს ინდოეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა ჰიმალაის საკითხზე.
XS
SM
MD
LG