Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეამ მეხუთე რაკეტა გამოსცადა ბოლო სამ დღეში


ჩრდილოეთ კორეამ საშუალო რადიუსის მეხუთე რაკეტა გამოსცადა ბოლო სამ დღეში. ორშაბათს, დილით რაკეტის გატყორცნა მოხდა ამ ქვეყნის ტერიტორიული წყლების აღმოსავლეთ ნაწილში. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში რაკეტის ტიპზე არაფერი იყო ნათქვამი. ფხენიანის თანახმად, რაკეტების გამოცდა ნაწილია იმ კანონიერი მანევრებისა, რომლებიც მიმართულია აშშ-ის და სამხრეთი კორეის მუქარის წინააღმდეგ. აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივ სამხედრო მანევრებს კომუნისტური რეჟიმი მის ტერიტორიაზე თავდასხმის რეპეტიციად აფასებს. ორ კორეულ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა გამწვავდა მას მერე, რაც გაერომ ფხენიანს თებერვალში ბირთვული გამოცდის მოწყობის გამო სანქციები დაუწესა.
XS
SM
MD
LG