Accessibility links

logo-print

ავღანეთის ჩრდილოეთში მოწყობილ თავდასხმაზე თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა


თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ავღანეთის ჩრდილოეთში, ბაღლანის პროვინციაში, თვითმკვლელის მიერ განხორცილებულ თავდასხმაზე, რომელსაც 14 ადამიანი, მათ შორის რეგიონის მაღალი რანგის პოლიტიკოსი ემსხვერპლა. ცნობით, თვითმკვლელმა ბომბი ააფეთქა ორშაბათს, პოლ-ე ხომრის ადგილობრივი საბჭოს შენობის წინ. დახოცილებს შორისაა საბჭოს თავმჯდომარე, რასულ მოჰსენი. მოჰსენს არაერთხელ დაემუქრნენ, რომ მოკლავდნენ. ეს რეგიონი შედარებით მშვიდობიანია, მაგრამ თალმიბანი იქ სისტემატურად აწყობს თავდასხმებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიულაჰ მუჯაჰიდმა იკისრა, მან ცნობა ტელეფონით გაუგზავნა ჟურნალისტებს. ამ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ავღანეთში 10 პოლიციელი დახოცეს სხვადასხვა ინციდენტის დროს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ზაჰირ აზიმიმ ქაბულში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უცხეთის ჯარების ავღანეთიდან წასვლის შემდეგ ავღანეთის უშიშროების ძალები თვითონ მოახერხებენ ვითარების გაკონტროლებას: „თალმიბები ფიქრობენ, რომ 2014 წლის შემდეგ, როცა უცხოეთის ჯარები ავღანეთს დატოვებენ, ისინი ქვეყანას შეცვლიან. ჩვენ ვარწმუნებთ ჩვენს ხალხს და მივმართავთ ავღანtთის მტრებს, რომ მათი მუქარა ავღანეთში ცვლილებების თაობაზე, ვერ განხორციელდება“.
XS
SM
MD
LG