Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: დანაშაულის ჩამდენმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს


თბილისში 17 მაისს განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია სრულ თანხვედრაშია პრემიერ-მინისტრის შეფასებასთან - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მოსაზრებები, ძალადობა ნებისმიერი ფორმით დაუშვებელია. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩამდენმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. საგარეო საქმეთა სამინისტროში დარწმუნებულნი არიან, რომ შსს მიუკერძოებელ გამოძიებას ჩაატარებს. რაც შეეხება გასული კვირის ბოლოს გავრცელებულ ცნობას, რომ 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანმა დღეს განმარტა, რომ ელჩი დაბარებული არ ყოფილა და მასთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორს, რომელმაც მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა.
XS
SM
MD
LG