Accessibility links

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის შენიშვნები


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის პრეზიდენტის შენიშვნები მიუღებელია. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საჯარო განცხადებები რადიკალურად განსხვავდება მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადმინისტრაციის ქმედებებისგან. ზალკალიანის განმარტებით, ეკვადორში ვიზიტი დაგეგმილი იყო და პარლამენტის თავმჯდომარისთვის უკვე აღებული იყო ავიაბილეთებიც, თუმცა არაერთი კომუნიკაციისას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ეკვადორში არ მიემგზავრება და მისი ვიზიტი მხოლოდ გუშინ დაადასტურეს. დავით ზალკალიანის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ეკვადროში ჩავა საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა არცერთი დღით არ შეჩერებულა. დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალსიტებს ასევე აცნობა, რომ აშშ-ში პრეზიდენტის ამასწინანდელი ვზიტისას ქვეყნის ელჩმა მას წესისამებრ შესთავაზა შეხვედრებში მონაწილეობა, თუმცა უარი მიიღო.
XS
SM
MD
LG