Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვანუატუმ გადაიფიქრა აფხაზეთის აღიარება


ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამ წარწერით საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის და ვანუატუს პრემიერ-მინისტრის მიერ ტაილანდში გადაღებული ფოტო და პრეზიდენტის ვიდეოკომენტარი, რომ ”საქართველომ დღეს სერიოზულ დიპლომატიურ შედეგს მიაღწია.” მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვანუატუს პრემიერმა დაუდასტურა, რომ გადაიფიქრეს აფხაზეთის აღიარება, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებენ. ინფორმაცია ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ 2011 წლის მაისში გავრცელდა, რაც ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა ჯერ უარყვეს, შემდეგ დაადასტურეს და საბოლოოდ იმავე წლის ივნისში განაცხადეს, რომ აღიარება გააუქმებულია.
XS
SM
MD
LG