Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თავდასხმა მოხდა პოლიომელიტის ვაქცინაციის ჯგუფზე


პაკისტანის ოფიციალური განცხადებით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ექიმთა ჯგუფს, რომელიც პოლიომელიტის ვაქცინაციას ეწევა. თავდასხმისას მოკლეს პოლიციელი, რომელიც ექიმებს იცავდა. თავდასხმა მოხდა ბაჯურის ავღანეთის საზღვრისპირა ტომობრივ არეალში. პაკისტანში პოლიომელიტის აცრის კამპანიას აწარმოებს ჯანმრთელობის დაცვის მუშაკთა 600-მდე ჯგუფი, რომელთა მიზანია 220 ათასი ბავშვის აცრა. პაკისტანის ზოგიერთი შეიარაღებული მეამბოხე ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ბრალად სდებენ რა ექიმებს, რომ აშშ-ის ჯაშუშები არიან, და თვლიან რა, რომ ვაქცინა ვნებს მაჰმადიან ბავშვებს.
XS
SM
MD
LG