Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტნის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა


ორშაბათს დაღესტნის დედაქალაქში მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიხოცა, მათგან ორი პოლიციელია, ერთი სასამართლოს აღმასრულებელი სამსახურის თანამშრომელი. ცნობას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 22 პირი საავადმყოფოში მოათავსეს. დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ორ მანქანაში აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით მოხდა. წინასწარი ვარაუდით, აფეთქება დისტანციური მართვის მოწყობილობით მოხდა.
XS
SM
MD
LG