Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი: მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების ხარისხი იკლებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ბევრ კუთხეში რელიგიის თავისუფლების ხარისხი იკლებს. ანგარიში, რომელიც 2012 წლის ვითარებას აღწერს და რომელიც ვაშინგტონში სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ წარადგინა, ამ ტენდენციას „შემაშფოთებელს“ უწოდებს. ანგარიში წერს „ანტი-სემიტიზმის გლობალური ზრდის პროცესის გაგრძელებაზე“. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ყველაზე მეტად იზღუდება ჩინეთში, ირანში, საუდის არაბეთში და შუა აზიაში. ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ რელიგიური პრაქტიკის შეზღუდვას ბევრი ავტორიტარი ლიდერი მიმართავს.
XS
SM
MD
LG