Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა


ერაყში მანქანების აფეთქების სერიას 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი ბოლო თავდასხმა ბაღდადიდან ჩრდილოეთით მოხდა და მას სულ მცირე რვა ირანელი მომლოცველი შეეწირა. უფრო ადრე რამდენიმე აფეთქება განხორციელდა ავტობუსის სადგურებზე და ბაღდადის შიიტური უბნების ბაზრებში, რასაც 40-მდე ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა სამხრეთის ქალაქ ბასრაშიც. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ორშაბათის ძალადობას სუნიტებიც ემსხვერპლნენ. სუნიტ უმცირესობასა და შიიტ უმრავლესობას შორის დაძაბულობამ, როგორც ჩანს, ყველაზე მაღალ ზღვარს მიაღწია მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2011 წლის დეკემბერში აშშ-ის ჯარმა დატოვა. სუნიტები შიიტების ხელმძღვანელობით ფორმირებულ მთავრობას მათი თემის შევიწროებაში სდებენ ბრალს. ერაყში თავდასხმები გასულ კვირაშიც იყო.
XS
SM
MD
LG