Accessibility links

logo-print

მახაჩყალაში აფეთქებები მოხდა


დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მახაჩყალაში ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა სასამართლოს შენობის წინ. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ცნობით, პირველ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მეორე მანქანა კი მაშინ აფეთქდა, როცა ადგილზე პოლიცია მივიდა და აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 40-ზე მეტი პირი, დაზიანდა 20-მდე მანქანა. გამომძიებლების ვარაუდით, ორივე აფეთქება დისტანციური მართვით განხორციელდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-მდივანმა, ვლადიმირ მარკინმა, აფეთქებებს „ტერორისტული აქტი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG