Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული


შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული. განცხადებაში ვკითხულობთ: „შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი: გიგა კ, ზურაბ ჩ, ამირან მ. და ბექა ფ. პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. აღნიშნული დანაშაულების ჩადენა ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით“. შსს ასევე იტყობინება, რომ გამოძიება გრძელდება და აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე. 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა ძალადობრივად ჩაშალეს.
XS
SM
MD
LG