Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ მხარი დაუჭირა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას


ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ მიაღწია კონსენსუსს ლეიბორისტებთან სკანდალური კანონპროექტის, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის თაობაზე. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დოკუმენტი მომავალი განხილვისთვის პარლამენტს გადაეგზავნოს. ხუთსაათიანი დებატების შემდეგ, თემთა პალატაში კანონპროექტს მხარი 375 ადამიანმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 70 გამოვიდა. ხუთშაბათს კანონპროექტი თემთა პალატაში მესამე მოსმენით იქნება განხილული, რის შემდეგაც ის ლორდთა პალატას გადაეგზავნება, სადაც მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს ახალი ბარიერების გადალახვა მოუწევს.
XS
SM
MD
LG