Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორპორაცია ”ეფლი” ამერიკელმა სენატორებმა გადასახადების დაფარვაში ამხილეს


ამერიკელმა სენატორებმა კორპორაცია ”ეფლის” უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის გადასახადის დაფარვაში ამხილეს. სენატორების ანგარიშში ნათქვამია, რომ კორპორაციის რამდენიმე შვილობილი კომპანია არ იყო შესაბამისად დარეგისტრირებული და არ იხდიდნენ გადასახადებს. კონგრესის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელიც დარეგისტრირებულია ირლანდიაში, ხუთი წლის განმავლობაში არ იხდიდა გადასახადებს. ამასთანავე სენატორები კომპანიას კანონდარღვევის ბრალდებას პირდაპირ არ უყენებენ. სამშაბათს სენატორების წინაშე წარდგება”ეფლის” გენერალური დირექტორი ტიმ კუკი, რომელიც აღნიშნული სიტუაციის განმარტებას შეეცდება.
XS
SM
MD
LG