Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეამ ჩინური თევზსაჭერი გემი გაათავისუფლა


ჩრდილოეთ კორეამ გაათავისუფლა ჩინური თევზსაჭერი გემი, რომელიც მათ 2 კვირის წინ დააკავეს. როგორც ჩინური მედია იტყობინება, 16 მეზღვაური ამჟამად უსაფრთხო ადგილას იმყოფება და ისინი მალე სამშობლოში დაბრუნდებიან. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მეზღვაურების სანაცვლოდ 100 ათას დოლარს ითხოვდა, თუმცა, როგორც გემის მეპატრონემ საინფორმაციო სააგენტო როიტერსს განუცხადა, მას თანხა არ გადაუხდია. სიტუაცია ჩრდილოეთ კორეასა და მის მთავარ მეკავშირეს, ჩინეთს შორის რამდენიმე თვის წინ დაიძაბა. დაძაბულობის მიზეზად კი ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული პროგრამის განხორციელება და სარაკეტო ცდები იქცა.
XS
SM
MD
LG