Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდება


"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად უახლოეს ხანში ოფიციალურად, დადგენილი წესით დარეგისტრირდება, - ამის შესახებ ბურჯანაძემ 20 მაისს საღამოს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა "სახალხო კრების" წევრებს მისი კანდიდატურის წამოყენებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ნონა გაფრინდაშვილისა და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრების დღევანდელი ინიციატივა და "მათნაირ მამულიშვილებთან ერთად ქვეყნის სამსახურში დგომა". ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი მოახერხებს საარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმართვას.
XS
SM
MD
LG