Accessibility links

logo-print

არჩილ გეგეშიძე პრეზიდენტს საელჩოს როლის დაკნინების მცდელობაში ადანაშაულებს


აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში ამა თუ იმ ღონისძიებაში არმონაწილეობა საელჩოს როლის დაკნინებას ნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გეგეშიძემ განუცხადა, აშშ-ში პრეზიდენტის ბოლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საელჩომ მხოლოდ ერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მეორე შეხვედრას კი პრეზიდენტის სურვილის არარსებობის გამო საელჩო ვერ დაესწრო. მისი თქმით, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ როდესაც უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირის, მით უმეტეს პრეზიდენტის ვიზიტი ხორციელდება, საქართველოს საელჩო ამ ვიზიტის ორგანიზებაში, ვიზიტის ფარგლებში ცალკეული ღონისძიებების დაგეგმვასა და ამ ღონისძიებებში მონაწილეობაში ბოლომდეა ჩართული.
XS
SM
MD
LG