Accessibility links

logo-print

ირანში პრეზიდენტობის კანდიდატთა სიას დაამტკიცებენ


ირანის “გუშაგთა საბჭო” - გავლენიანი ორგანო, რომლის ფუნქციებს შორის ირანის პრეზიდენტობის კანდიდატთა დამტკიცებაც არის, მოსალოდნელია, რომ კანდიდატების სიას წარმოადგენს. „გუშაგთა საბჭომ“ დღეს უნდა გადასცეს სია შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ორი დღე აქვს მის გამოქვეყნებამდე. ამის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატებს შეეძლებათ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება. არჩევნები 14 ივნისს ჩატარდება და გაარკვეს, ვინ შეცვლის მაჰმუდ აჰმადინეჟადს, რომელიც ორი ვადის შემდეგ დატოვებს პრეზიდენტის პოსტს. გუშინ „გუშაგთა საბჭოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარს ეტყვიან ფიზიკურად სუსტ პირებს. ზოგი მიმომხილველის შეფასებით, ეს არის მინიშნება ყოფილი პრეზიდენტის, 78 წლის აკბარ ჰაშემი რაფსანჯანისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმაზე. „გუშაგთა საბჭომ“ ასევე გამორიცხა ქალების რეგისტრაცია პრეზიდენტობის კანდიდატებად.
XS
SM
MD
LG