Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებამ ექვსი პოლიციელი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ექვსი პოლიციელი დაიღუპა დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში გზის პირას ბომბის აფეთქების შედეგად. პოლიციელები მცველებად მუშაობდნენ სალმის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე, რომელზეც სარემონტო სამუშაოებს ინდოეთი ახორციელებს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ასეთ თავდასხმებში ხშირად ადანაშაულებენ თალიბანს.
XS
SM
MD
LG