Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გაიზარდა „მორალური დანაშაულებისთვის“ დაპატიმრებულ ქალთა რიცხვი


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ინფორმაციით, ბოლო 18 თვეში 50%-ით გაიზრდა „მორალური დანაშაულებისთვის“ დაპატიმრებული ავღანელი ქალებისა და გოგონების რიცხვი. ზრდის ტენდენციაში „ჰიუმან რაითს უოჩი“ ხედავს იმის ნიშანს, რომ ავღანეთის ხელისუფლება აღარ მიიჩნევს საჭიროდ ქალთა უფლებების აქტიურად დაცვას, როცა უცხოეთის ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები ემზადებიან მომავალ წელს ავღანეთიდან წასასვლელად. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ქაბულში, სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „მორალური დანაშაულებისათვის“ ავღანეთში ამჟამად 600 ქალია დაპატიმრებული. უმრავლეს შემთხვევაში, ისინი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც შინიდან გაიქცნენ ოჯახური ძალადობის გამო. „ჰიუმან რაითს უოჩი“ ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მოუწოდებს, აკრძალოს შინიდან გაქცეული ქალების დაპატიმრება და უცხოელ დონორებს მოუწოდებს, 2014 წლის შემდეგაც შენარჩუნდეს ქალთა უფლებების კუთხით ავღანეთში ბოლო წლებში მიღწეული გაუმჯობესება.
XS
SM
MD
LG