Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი დახმარებას ჰპირდება ტორნადოთი დაზარალებულებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მთავრობის დახმარებას ჰპირდება ოკლაჰომის შტატში ძლიერი ტორნადოთი დაზარალებულ მოსახლეობას. თეთრ სახლში სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, ობამამ ქარბორბალას უწოდა „ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ტორნადო“ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ცნობილი სტიქიური უბედურებით მიყენებული მთელი ზარალი. ოფიციალური პირების ცნობით, ორაშაბათს, სულ ცოტა, 24 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ოკლაჰომის ერთ-ერთ გარეუბანში - მურში. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ობამამ რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG