Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაფსანჯანი და აჰმადინეჟადის ფავორიტი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში


ირანის ყოფილ პრეზიდენტს, აკბარ ჰაშემი რაფსანჯანის, და ესფანდიარ რაჰიმ მაშაიეს, რომელიც მოქმედ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან დაახლოებული პირია, არ მიეცათ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია არც გუშაგთა საბჭოს, რომელსაც პოტენციური კანდიდატების შემოწმება ევალება, და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს. 686 პოტენციური კანდიდატიდან მხოლოდ რვას მიეცა უფლება, მონაწილეობა მიიღოს 14 ივნისის არჩევნებში. ამ სიაში შედიან ირანის მთავარი წარმომადგენელი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, საიდ ჯალილი, და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აკბარ ველაიათი. ზომიერი რაფსანჯანისა და პრეზიდენტ აჰმადინეჟადის ფავორიტის, მაშაიეს გამორიცხვის შემდეგ კანდიდატებს შორის მკაცრი კურსის კონსერვატორები დომინირებენ. მაჰმუდ აჰმადინეჟადს ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ უწყდება უფლებამოსილებები.
XS
SM
MD
LG