Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აკრიტიკებს ირანს წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატების პროცესიდან გამოთიშვის გამო


აშშ–მა გააკრიტიკა ირანი მომავალ თვეში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი წამყვანი კანდიდატის გამოთიშვის გამო. ლაპარაკია ყოფილ პრეზიდენტ აკბარ ჰაშემი რაფსანჯანისა და სფანდიარ რაჰიმ მაშაიეზე, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის თანაგუნდელია. "გუშაგთა საბჭომ" 700–მდე პოტენციური კანდიდატიდან მხოლოდ 8 პირი დაარეგისტრირა პრეზიდენტობის კანდიდატად. ანალიტიკოსთა შეფასებით, დამტკიცებული კანდიდატების უმრავლესობა ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მხარდამჭერები არიან. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პატრიკ ვენტრელმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდა ირანელებს თავისუფალი არჩევნის საშუალება მისცეს. ვენტრელის განცხადებით, "გუშაგთა საბჭომ" კანდიდატების დაამტკიცა მხოლოდ იმის მიხედვით – ვინ უკეთესად დაიცავს რეჟიმის ინტერესებს და არა ირანელების ინტერესებს.
XS
SM
MD
LG