Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკლაჰომაში სამაშველო სამუშაოები სრულდება


აშშ-ის შტატ ოკლაჰომაში მაშველები 20 მაისის ტორნადოს მსხვერპლთა ძიების სამუშაოებს ასრულებენ. ოკლაჰომა სიტის გარეუბანში სტიქიამ 24 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია. 200-მდე დაშავებული ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში მკურნალობს. ტორნადომ ასობით სახლი, აგრეთვე სკოლის შენობა დაანგრია. სკოლის შენობის დანგრევას ემსხვერპლა 7 ბავშვი. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 20 მაისის სტიქიას უწოდა ”ყველაზე დამანგრეველი ტორნადო ისტორიაში”.
XS
SM
MD
LG