Accessibility links

logo-print

ავღანელ თარჯიმნებს დიდ ბრიტანეთში ცხოვრების უფლება მიენიჭებათ


600-მდე თარჯიმანს, რომელიც ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებისთვის მუშაობდა, ბრიტანეთში ცხოვრების უფლება მიენიჭება. დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის თანახმად, ავღანელ თარჯიმნებს, რომლებიც სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ფრონტის წინა ხაზზე, თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში ყოფნისთვის 5 წლიანი ვიზები მიენიჭებათ. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა მხარი არ დაუჭირა თარჯიმნებისა და მათი ოჯახებისთვის ბრიტანეთში დასახლებისკენ მოწოდებებს, თუმცა, შესაბამისი კამპანია აღარ გაუგრძელებია. ავღანელი თარჯიმნები ამბობენ, რომ ავღანეთში დაბრუნების შემთხვევაში მათ ”თალიბანისგან” თავდასხმის საფრთხე ემუქრებათ. ბრიტანეთს ავღანეთში 9000 სამხედრო ჰყავს. მათგან 3800-ს გამოყვანას მიმდინარე წელს გეგმავს.
XS
SM
MD
LG