Accessibility links

logo-print

ყაზახეთში დააკავეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი


ყაზახეთში დააკავეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ორკენ ჟოიამერგენი, როცა ის საპროტესტო აქციას აშუქებდა. საპროტესტო აქცია მიმართული იყო იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული, დემონსტრანტების აზრით, უსამართლობის წინააღმდეგ. ჟოიამერგენმა ტელეფონით შეატყობინა თავის კოლეგებს, რომ პოლიციამ ავტობუსით წაიყვანა რამდენიმე დემონსტრანტთან ერთად. ასტანაში საპროტესტო აქციები სამშაბათს დაიწყო, როცა ათობით ბინათმფლობელი შეიკრიბა მთავრობისა და პარლამენტის შენობებთან. ისინი მთავრობისაგან მოითხოვენ, მოაგვაროს პრობლემა, რომელსაც იწვევს, დემონსტრანტების აზრით, მეტისმეტად მაღალი იპოთეკური სესხები და დაგირავებული ბინების გაყიდვა. დღეს დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში ბრუნდებოდნენ, დემონსტრაციის განახლების მიზნით, მაგრამ პოლიციამ მათ გზა ჩაუკეტა და რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.
XS
SM
MD
LG