Accessibility links

აჰმადინეჟადი გმობს არჩევნებისათვის მისთვის სასურველი კანდიდატის დისკვალიფიკაციას


ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ გააპროტესტებს გადაწყვეტილებას 14 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის აჰმადინეჟადის მრჩევლის დისკვალიფიკაციის შესახებ. სამშაბათს ირანის „გუშაგთა საბჭომ“ - გავლენიანმა ორგანომ, რომლის ფუნქციებს შორის პრეზიდენტობის კანდიდატების დამტკიცებაც არის - წარმოადგინა კანდიდატების სია, რომელშიც არ არის შეყვანილი ესფანდიარ რაჰიმ მაშაიე. საბჭომ დაამტკიცა 700-მდე პოტენციური კანდიდატიდან მხოლოდ რვა - უმეტესწილად, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ერთგული მიმდევრები. აჰმადინეჟადის თქმით, ის ხამენეისთან წამოჭრის ესფანდიარ რაჰიმ მაშაიეს დისკვალიფიკაციის საკითხს. „გუშაგთა საბჭოს“ მიერ დამტკიცებულ კანდიდატებს შორის არიან ბირთვული პროგრამის საკითხში მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი საიდ ჯალილი და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხამენეის მრჩეველი, ალი აკბარ ველაიათი. თვითონ აჰმადინეჟადს პრეზიდენტობის ამჟამინდელი, მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, ირანის კონსტიტუციით, აღარა აქვს საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება.
XS
SM
MD
LG