Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ივანიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ სამართლებრივ ზომებს


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეთრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე ყურადღებით მოეკიდნენ ცნობას სქართველოში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების შესახებ და გულდასმით აკვირდებიან მათ წინააღმდეგ მიმართულ სამართლებრივ პროცედურებს. ამის შესახებ ბრიუსელში განაცხადა ფიულეს პრესმდივანმა პეტერ სტანომ, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა მიმართა შეკითხვით, ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. სტანოს განცხადებით, „ევროკავშირი, რასაკვირველია, გულდასმით დააკვირდება მათ წინააღმდეგ მიმართულ სამართლებრივ პროცედურას, რომელიც, მოველით, რომ იქნება სამართლიანი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. უმაღლესი წარმომადგენელი ეშტონი და კომისარი ფიულე ყურადღებას ამახვილებენ თავიანთ მოლოდინზე, რომ საქართველოს ხელისუფლება სამართლიანობას დაიცავს მიუკერძოებლად და პოლიტიკური მოტივაციის გარეშე როგორც ამ, ისე ყველა დანარჩენ საქმეში“, განაცხადა პეტერ სტანომ ბრიუსელში.
XS
SM
MD
LG