Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიროვის ოლქის გუბერნატორს ეჭვი ეპარება ნავალნისთვის წაყენებულ ბრალდებებში


რუსეთის კიროვის ოლქის გუბერნატორ ნიკიტა ბელიხს ეჭვი ეპარება ოპოზიციონერი აქტივისტის, ალექსეი ნავალნისათვის წაყენებული ბრალდებების სისწორეში. ნავალნის ბრალად ედება კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მიტაცება 2009 წელს, კიროვის ოლქის გუბერნატორის მრჩევლად მუშაობისას. დღეს სასამართლოში, ნავალნის საქმეზე ჩვენების მიცემისას, გუბერნატორმა ნიკიტა ბელიხმა განაცხადა, რომ ნავალნი არ იყო აღჭურვილი ადგილობრივი კომპანიების საქმიანობაში ჩარევის უფლებამოსილებით. ბელიხმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოწმეა ნავალნის საქმეში, დასძინა, რომ არასოდეს სმენია კომპანია „კიროვლესის“ ქონების გაფლანგვაზე ან იმაზე, რომ ვინმე ლობირებას უწევდა „კიროვლესსა“ და მის კლიენტებს შორის ზარალის მომტან გარიგებას. ბელიხის ჩვენება დადებითად შეაფასა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც მის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG