Accessibility links

logo-print

„პუსი რაიოტის“ წევრმა მარია ალიოხინამ შიმშილობა გამოაცხადა


პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ ერთ-ერთმა დაპატიმრებულმა წევრმა, მარია ალიოხინამ შიმშილობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ბერეზნიკის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა თხოვნა სასამართლოს სხდომაზე ალიოხინას დაშვების შესახებ. იუწყებიან ასევე, რომ ალიოხინამ თავის ადვოკატებს აუკრძალა პროცესზე მისი ინტერესების დაცვა. სასამართლოს სხდომა ხუთშაბათს გაგრძელდება. ოთხშაბათს სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალიოხინას დაცვის სამი შუამადგომლობა - პროკურორის და მოსამართლისათვის აცილების მიცემის და სხდომაზე ალიოხინას დაშვების შესახებ. ალიოხინას და „პუსი რაიოტის“ კიდევ ორ წევრს, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას და ეკატერინა სამუცევიჩს 2012 წლის აგვისტოში მიუსაჯეს ორი წლით პატიმრობა მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკული აქციისათვის.
XS
SM
MD
LG