Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში გაათავისუფლეს ჩვენი რადიოს დაკავებული კორესპონდენტი


ყაზახეთში გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ორკენ ჟოიამერგენი, რომელიც ოთხშაბათს დააკავეს საპროტესტო აქციის გაშუქებისას. მან რამდენიმე საათი დაჰყო იზოლატორში. პოლიციელებმა ჟოიამერგენი რამდენიმე დემონსტრანტთან ერთად დააკავეს. ასტანაში საპროტესტო აქციები სამშაბათს დაიწყო, როცა ათობით ბინათმფლობელი შეიკრიბა მთავრობისა და პარლამენტის შენობებთან. ისინი მთავრობისაგან მოითხოვენ, მოაგვაროს პრობლემა, რომელსაც იწვევს, დემონსტრანტების აზრით, მეტისმეტად მაღალი იპოთეკური სესხები და დაგირავებული ბინების გაყიდვა. დღეს დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში ბრუნდებოდნენ, აქციის განახლების მიზნით, მაგრამ პოლიციამ მათ გზა ჩაუკეტა და რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.
XS
SM
MD
LG