Accessibility links

logo-print

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ყველა გააფრთხილა, რომ არ სცადონ ჩარევა მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესში


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს ყველა გააფრთხილა, რომ არ სცადონ ჩარევა სასამართლო პროცესში, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის და კახეთის გუბერნატორის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა გადაწყდეს. ”კონკრეტული მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ საქმეს, ანგარიშვალდებული არ არის არც ჩემ წინაშე, არც პრემიერ-მინისტრის წინაშე, არც პრეზიდენტის და არც ნებისმიერი სხვა პირის წინაშე” - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირი, ვინც ჩარევას შეეცდება კანონდამრღვევი იქნება, რაზეც ყველაზე მკაცრი რეაქცია თავად ექნება. კოტე კუბლაშვილის თქმით, თუ ვინმეს სასამართლოს გადაწყვეტილება „ეწყინება,” შეუძლია წყენა დამალოს და საჯაროდ გამოხატოს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების ცივილიზებული წესით.
XS
SM
MD
LG