Accessibility links

logo-print

აშშ-ში მოკლეს მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ცარნაევს იცნობდა


აშშ-ის მედიის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტმა ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ტამერლან ცარნაევის ნაცნობი იყო. გამოძიების ფედერალური ბიუროს პრესმდივანმა ქალაქ ორლანდოს ტელეარხებს განუცხადა, რომ აგენტი თავის ოფიციალურ მოვალეობებს ასრულებდა, როცა ცეცხლი გახსნა. პრესმდივანს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი, რომელიც ორლანდოში მოკლეს, იყო 26 წლის იბრაგიმ ტოდაშევი - სავარაუდოდ, ტამერლან ცარნაევის ნაცნობი. ტამერლან ცარნაევი, რომელიც აპრილში პოლიციასთან ურთიერთსროლისას დაიღუპა, ეჭვმიტანილია თავის ძმასთან, ჯოხარ ცარნაევთან ერთად, ბოსტონში 15 აპრილს აფეთქებების მოწყობაში. აფეთქებების შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 260-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG