Accessibility links

სააკაშვილი: დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას


საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შემთხვევაში, სამართლდება არა კონკრეტული ქმედებები, არამედ საქართველოს უახლესი ისტორია. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეფასება, რომ "დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლეს ისტორიას" გააკეთა განცხადებაში, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა ქუთაისში სასამართლოს მიერ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეების განხილვისას. პრეზიდენტმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ქუთაისში სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა „ძალადობრივი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ელემენტების მხრიდან“, რათა მიაღწიონ თავიანთთვის სასურველ შედეგს - ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნისა და კახეთის გუბერნატორის დაპატიმრებას. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საქმე არ ეხება კონკრეტულ სამართლებრივ ბრალდებებს, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩა ახალაიას საქმემ ცხადჰყო, რომ პოლიტიკურად დაწყებული პროცესი მალე შედის „სამართლებრივად ჩიხში“.
XS
SM
MD
LG