Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მზადაა, მეტი დახმარება გაუწიოს სირიელ მეამბოხეებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, თუ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი არ არის მზად ძალისხმევისათვის, რომ პოლიტიკური მეთოდებით მოუღოს ბოლო მის ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს, მაშინ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები განიხილავენ ოპოზიციისათვის დახმარების გაზრდის საკითხს. კერიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სირიის მმართველი რეჟიმის ჯარების ბოლოდროინდელი სამხედრო წარმატებები დროებითია. კერი იორდანიაში იმყოფება და მონაწილეობს „სირიის მეგობართა“ შეხვედრაში - ეს არის ჯგუფი ქვეყნებისა, რომლებიც მხარს უჭერენ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციას. შეხვედრაში კერისთან ერთად მონაწილეობენ ბრიტანეთის, ეგვიპტის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იორდანიის, კატარის, საუდის არაბეთის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები.
XS
SM
MD
LG