Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა, ჭიაბერაშვილს - გირაო


ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი 20 ათას ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდება. მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი 21 მაისს დააკავეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ და იმავე დღეს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება, ამომრჩევლის მოსყიდვა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა. ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება სხვისი საკუთრების უკანონოდ დაუფლებაც. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
XS
SM
MD
LG