Accessibility links

logo-print

კამერონი: ლონდონში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა ტერორისტული ინციდენტი იყოს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის თანახმად, იკვეთება საყურადღებო ნიშნები, რომ ლონდონში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა „ტერორისტული ინციდენტი“ იყოს. პარიზში გამართულ კონფერენციაზე კამერონმა თავდასხმას „აბსოლუტურად შემაძრწუნებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ საფრანგეთში ვიზიტს დაგეგმილზე ადრე ამთავრებს ლონდონში დასაბრუნებლად. უფრო ადრე ბრიტანეთის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა და დაჭრა თავდასხმის მოწყობაში ორი ეჭვმიტანილი პირი - მას შემდეგ, რაც ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სამხედრო საწვრთნელი ობიექტის წინ მამაკაცი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, მოკლული ბრიტანელი ჯარისკაცია. პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილები სავარაუდოდ შეიარაღებულნი იყვნენ. მოწმეების თქმით, მსხვერპლი მაჩეტეს მსგავსი დანებით მოკლეს. ITV-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ამბობს - „ალაჰს ვფიცავთ არასოდეს შევწყვეტთ თქვენთან ბრძოლასო“.
XS
SM
MD
LG