Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკის გამოქვაბულებში უძველესი ნახატებია აღმოჩენილი


ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკის გამოქვაბულებში არქეოლოგებმა ნახატები აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 5 ათასი წლის წინ შეიქმნა. ადამიანები, ცხოველები, ასევე აბსტრაქტული და ასტრონომიული ფიგურები ყვითელი, შავი, წითელი და თეთრი ფერებით არის შესრულებული. ნახატები გამოქვაბულის კედლებზე 11 სხვადასხვა ადგილას აღმოაჩინეს. ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე 1500 სცენა იყო გამოსახული. მეცნიერები თვლიან, რომ ნახატები შექმნილია არაერთი ჯგუფის მიერ, შესაძლოა ისინი მონადირე-შემგროვებლები იყვნენ.
XS
SM
MD
LG