Accessibility links

პოლ მაკარტნი ”პუსი რაიოტის” წევროს დროზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს


მომღერალი პოლ მაკარტნი ითხოვს პანკ-ჯგუფ ”პუსი რაიოტის” ერთ-ერთი დაპატიმრებული წევრის, მარია ალიოხინას ვადამდელ გათავისუფლებას, რომელმაც შიმშილობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც რუსეთის ქალაქ ბერეზნიკის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა თხოვნა სასამართლოს სხდომაზე ალიოხინას დაშვების შესახებ. სერ პოლ მაკარტნი გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთის ხელისუფლება მისცემს მარია ალიოხინას სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას. მან პირადად დაწერა მიმართვა რუსეთის მაღალჩინოსნებისადმი. მუსიკოსი სთხოვს რუსეთის ხელისუფლებას პანკ-ჯგუფის მონაწილეები ალიოხინა და ტოლოკონიკოვა ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ: ”დარწმუნებული ვარ, რომ მარიას პატიმრობა ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ პირადად მას, არამედ ზოგადად სიტუაციას, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს”, - წერია მიმართვაში. მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვა ამჟამად ორწლიან პატიმრობას იხდიან „რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობისათვის“.
XS
SM
MD
LG